დოლი პარტონი ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მულტიინსტრუმენტალისტი, მსახიობი და საქმოსანია. სადებიუტო ალბომი მან 1967 წელს გამოუშვა სახელწოდებით Hello, I’m Dolly.
1960-ან წლებში პარტონი მყარად ინარჩუნებდა წარმატებას როგორც მუსიკაში, ასევე – კინოში. თუმცა გაყიდვებმა და ჩარტების პოზიციებმა პიკს 1970-იან წლებში მიაღწია და 1980-იანებშიც გაგრძელდა.
1990-იანებში მისი ჩანაწერების გაყიდვა შემცირდა, თუმცა 2000 წლის შემდეგ კვლავ მიაღწია კომერციულ წარმატებებს. მან კარიერის მანძილზე მოიპოვა 9 ”გრემი”.