დომინიკ ფრონტიერი (დაბადების თარიღი 1931 წლი 17 ივნისი) ამერიკელი კომპოზიტორი, არანჟირების ავტორი და ჯაზაკორდეონისტია. ის კონექტიკუტში, ნიუ ჰეივენში დაიბადა, მშობლები მუსიკოსები იყვნენ. 7 წლის ასაკში ფრონტიერი უკვე ფლობდა რამდენიმე ინსტრუმენტს. 12 წლისამ კი კარნეგი ჰოლში დაუკრა.
1950-იანი წლების დასაწყისში ის საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა, სადაც კალიფორნიის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა. რამდენიმე წლის შემდეგ კი კომპანიის 20th Century Fox მუსიკალური დირექტორი გახდა. პარალელურად წერდა ჯაზ-კომპოზიციებს.
1960-იან წლებში ის ქმნიდა მუსიკას სცნობილი ტელეგადაცემებისა და კინოფილმებისთვის, მათ შორის – მან შექმნა საუნდტრეკი ტელესერიალისთვის The Outer Limits, ასევე ფილმებისთვის – The Rat Patrol, Branded, The Flying Nun.