LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Doors

The Doors ამერიკული ბენდი იყო, რომელიც ჩამოყალიბდა 1965 წელს ლოს-ანჯელესში.
ვოკალისტი იყო ჯიმ მორისონის, კლავიშისტი – რეი მანზარეკი, გიტარისტი რობი კრიგერის და დრამერი ჯონ დენსმორის. სახელწოდება აღებულია ოლდუს ჰაქსლის რომანის ”აღქმის კარი” სახელწოდებიდან.
The Doors ითვლება უნიკალურ და 1960-იანი წლების ერთ-ერთ სკანდალურ და გავლენიან როკ-ჯგუფად – როგორც მორისონის ტექსტების და ქარიზმის, ასევე მისი არაპროგნოზირებადი ქცევის გამო. 1971 წლის 3 ივლისს იგი 27 წლის ასაკში დაიღუპა. დარჩენილი წევრები ტრიოს სახით გამოდიოდნენ 1973 წლამდე.
1966 წელს The Doors-მა Elektra Records-თან კონტრაქტი გააფორმა და 1967-1971 წლებში რვა ალბომი გამოსცა. აქედან შვიდი მოხვდა Billboard 200-ის სათავეში და პლატინის ან უფრო მაღალი სტატუსები მოიპოვა. პირველი ალბომი იყო The Doors, რომელსაც მოჰყვა Strange Days (1967), Waiting for the Sun (1968), The Soft Parade (1969), Morrison Hotel (1970), Absolutely Live (1970) და L.A. Woman (1971). საერთო ჯამში მათ აშშ-ში მიიღეს 20 ოქროს, 14 პლატინის და 5 მულტიპლატინის ჯილდო. 1971 წლის მონაცემებით, The Doors-ს აშშ-ში გაყიდული ჰქონდა 4.190.457 ალბომი და 7.750.642 სინგლი. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის აქტიური კარიერა 1973 წელს დასრულდა, მათი პოპულარობა გაგრძელდა. RIAA-ს თანახმად, მხოლოდ აშშ-ში საერთო ჯამში გაიყიდა მათი 33 მილიონი ჩანაწერი, მსოფლიოში კი – 100 მილიონი, რითაც The Doors ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი ჯგუფია.

YOUTUBE ოფიციალური გვერდი