LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Duran Duran

Duran Duran ინგლისური ახალი ტალღის/სინთპოპის ჟანრის ჯგუფია, რომელიც ბირმინგემში 1978 წელს ჩმოყალიბდა.  1980-იანებიდან მოყოლებული ბრიტანეთის ჩარტის ათეულში მოხვდა მათი 14 სინგლი, ხოლო Billboard Hot 100-ში – 21. მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია ჯგუფის 70 მილიონი ჩანაწერი. ჯგუფის წევრები მუშაობდნენ უამრავ დიზაინერთან, რომლებმაც მოხდენილი სტილი შეუქმნეს. ჯგუფს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, რომელთა შორის არის Brit-ის ორი ჯილდო, ორი ”გრემი” და MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ჯილდო განსაკუთრებული წვლილისთვის. ჰოლივუდის დიდების ხეივანში გახსნილია ჯგუფის სახელობის ვარსკვლავიც
Duran Duran-ის დროდადრო სკანდალურმა ვიდეოებმა, რომლებშიც ღია იყო გამოჩენილი შიშველი სხეულები და ფიგურირებდა სექსუალური თემები, 1980-იან წლებში ჯერ კიდევ ახლად გახსნილი MTV-ის დახმარებით პოპულარობა მოიპოვეს.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი