LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Eagles

Eagles ამერიკული როკ-ჯგუფია, რომელიც ჩამოყალიბდა ლოს–ანჯელესში, კალიფორნიაში, 1970-იან წლებში.
ჯგუფს ჰქონდა #1 სინგლი და ექვსი #1 ალბომი და იქცნენ 1970-იანების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბენდად. მათი ყველაზე ცნობილი ალბომია Hotel California, ამავე სახელწოდების სიმღერით, რომელიც ითვლება ჯგუფის აბსოლუტურ ჰიტად, რის გამოც მას ხშირად ერთჰიტიან კოლექტივს უწოდებენ. ეს აგრეთვე არის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ამერიკული კოლექტივი. დისკი Eagles: Their Greatest Hits 1971–1975 დღემდე აშშ-ში ყველაზე დიდი რაოდენობით არის გაყიდული. Eagles დაიშალა 1980 წელს, მაგრამ კვლავ გაერთიანდა 1994 წლის პროექტისათვის Hell Freezes Over. მას შემდეგ ჯგუფი ტურებით მოგზაურობდა და 1998 წელს მოხვდა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. 2007 წელს მათ გამოუშვეს ახალი ალბომი Long Road Out of Eden.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი