LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Edith Piaf

ედიტ პიაფი (19 დეკემბერი, 1915- 11 ოქტომბერი, 1963) — ფრანგი მსახიობი და მომღერალი იყო.
1935 წელს ელისეს მინდვრებზე მდებარე პრესტიჟული კაბარე „ჟერნისის“ მეპატრონემ ლუი ლეპლემ ედიტს თავის პროგრამაში გამოსვლა შესთავაზა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. ლუი ლეპლემ ბევრი რამ ასწავლა ახალგაზრდა მომღერალს: აკომპანიატორთან რეპეტირება, სიმღერის ამორჩევა, არტისტის ჩაცმის თავისებურება, მიმიკისა და ჟესტების მნიშვნელობა. 1936 წლის 17 თებერვალს ედიტ პიაფმა „მედრანოს“ ცირკში მონაწილეობა მიიღო დიდ კონცერტზე, სადაც იგი იმ დროის ისეთ დიდ მომღერლებთან ერთად გამოდიოდა, როგორებიც იყვნენ მორის შევალიე, მისტანგეტი, მარი დიუბუა. მალე პიაფმა გაიცნო რეიმონ ასო, რომელმაც მომღერალს აუხსნა ეთიკეტისა და ჩაცმის თავისებურებები.რეიმონ ასომ შექმნა „პიაფის სტილი“. მან დაწერა სიმღერები, რომლებიც მხოლოდ ედიტის ხმას მოუხდებოდა: „პარიზი – ხმელთაშუაზღვის სანაპირო“, „ის ცხოვრობდა პიგალის ქუჩაზე“, „ჩემი ლეგიონერი“. ედიტმა თავისი თავი იპოვა და დაეხმარა სხვა დამწყებ მომღერლებს – ივ მონტანს, ანსამბლს „კომპანიონ დე ლა შანსონ“, ედი კონსტანტენს, შარლ აზნავურს და მრავალ სხვას.
1952 წელს ედიტი მიყოლებით ორ ავტოკატასტროფაში მოყვა. მოტეხილი ხელისა და ნეკნების ტკივილების შესამსუბუქებლად ექიმები მორფის ნემსებს უკეთებდნენ. ედიტი ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული შეიქნა. 1963 წლის 11 ოქტომბერს ედიტ პიაფი გარდაიცვალა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი