ელა ფიცჯერალდი (25 აპრილი, 1917 – 15 ივნისი, 1996) XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯაზის მომღერალია. ის არის ცამეტი “გრემის” მფლობელი, ეროვნული ხელოვნების მედლით დაჯილდოებული პრეზიდენტ რეიგანის მიერ და თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით – პრეზიდენტ ბუში უფროსის მიერ. სამ-ოქტავიანი ვოკალური დიაპაზონით დაჯილდოებული მომღერალი გამოირჩეოდა ტონალობის სიწმინდით, თითქმის შეუმცდარი ფრაზითა და ინტონაციით და განუმეორებელი იმპროვიზაციის შესაძლებლობით.
დაიბადა ნიუპორტ-ნიუსში, ვირჯინია, აშშ 1917 წლის აპრილში; გაიზარდა იონკერში, ნიუ-იორკი. გულის შეტევით 38 წლის ასაკში დედის უეცარი გარდაცვალებისა, ხოლო მამის ბავშვის დაბადებისთანავე გაუჩინარებით, 14 წლის ასაკში დაობლდა.
ელამ სოლო კარიერა 1941 წლიდან დაიწყო. თავდაპირველი სვინგის შემდეგ მისი რეპერტუარი სწრაფად ხდებოდა მრავალფეროვანი და მოგვიანებით უკვე ბლუზს, ბოსა-ნოვას, სამბას, გოსპელს, კალიფსოსა და საშობაო სიმღერებს.