ელენა ჯეინ (ელი) გოულდინგი(დაბადების თარიღი 1986 წლის 30 დეკემბერი) ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორია. მას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის „ბრიტ ევორდსი“, „ბიბისის“ ყოველწლიური ჯილდო Sound of… 2010 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი Lights, რომელმაც დიდი ბრიტანეთის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა და ქვეყნის მასშტაბით 850,000 ასლი გაიყიდა.
ელტონ ჯონის Your Song მისი შესრულებით 2010 წლის 29 აპრილს გამოვიდა, 2011 წლის 29 აპრილს კი სიმღერა პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის საქორწილო ცერემონიალზე შეასრულა, ბუკინგემის სასახლეში.
2015 წლის დეკემბერში გოლდინგმა პირველი „გრემი“ მიიღო სინგლისთვის Love Me like You Do.