LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Eminem

ემინემი (ნამდვილი სახელი მარშალ ბრიუს მეზერს III, დაბადების თარიღი 1972 წლის 17 ოქტომბერი) ამერიკელი რეპერი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობია. სოლოკარიერის გარდა, იგი არის ჯგუფ D12-ის წევრი. ემინემი არის მსოფლიოს ერთ-ერთი და 2000-იანების ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელი. მრავალმა ჟურნალმა იგი ყველა დროის უდიდეს შემსრულებელთა სიაში შეიყვანა. Rolling Stone-ის ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის სიაში იგი 82-ე პოზიციას იკავებს.გამოცემამ მას აგრეთვე უწოდა „ჰიპ-ჰოპის მეფე“.
D12-ის და Bad Meets Evil-ის შემოქმედების ჩათვლით ემინემს ბილბორდის სიაში ათი #1 ალბომი აქვს. სოლო შემსრულებლის სახით მან მსოფლიო მასშტაბით 100 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა.
სადებიუტო ალბომ Infinite-ის 1996 წელს გამოცემის შემდეგ ემინემმა დიდი პოპულარობა მოიპოვა 1999 წელს, წამყვან ლეიბლზე გამოცემული The Slim Shady LP-ით. ალბომმა მას მოუტანა პირველი გრემის ჯილდო საუკეთესო რეპ-ალბომისთვის.  იგივე ჯილდო მოიპოვა შემდეგმა ორმა ალბომმა, The Marshall Mathers LP და The Eminem Show, რამაც ემინემი აქცია ”გრემის” სამჯერ ზედიზედ პირველ მფლობელად.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი