LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ennio Morricone

ენიო მორიკონე (დაბადების თარიღი 10 ნოემბერი 1928) იტალიელი კომპოზიტორი და დირიჟორია. მხატვრული და ტელე-ფილმებისთვის მან 500-ზე მეტი მუსიკა დაწერა. მორიკონე დაიბადა 1928 წელს, ცნობილი ჯაზ-შემსრულებლის ოჯახში, რომში. მამამისი უკრავდა ტუბაზე. ენიო მორიკონემ დაამთავრა წმინდა სესილიის სახელობის კონსერვატორია. მორიკონე მიიჩნევა ერთ-ერთ გავლენიან კომპოზიტორად. მუსიკას, ძირითადად, ვესტერნის ჟანრის ფილმებისთვის წერდა. თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიცაა სერჟიო ლეონე, ბერნარდო ბერტოლუჩი, პიერ პაოლო პაზოლინი. 1962 წლიდან ენიო მორიკონემ მუშაობა დაიწყო ხმის ჩამწერ სტუდიაში, სადაც არანჟირებას გაუკეთა მრავალ სიმღერას. 2007 წელს კინემატოგრაფში შეტანილი დიდი წვლილისათვის ოსკარი მიენიჭა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი