ენრიკე მიგელ იგლესიას პრეისლერი (დაბადების თარიღი 8 მაისი, 1975) ესპანელი მომღერალი, მოდელი და მსახიობია. ენრიკემ კარიერა დაიწყო მექსიკურ ლეიბლთან Fonovisa, რომელიც დაეხმარა მას გამხდარიყო ყველაზე პოპულარული მომღერალი ლათინურ ამერიკაში და გაეყიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო მეტი ესპანურენოვანი ალბომი, ვიდრე ნებისმიერ სხვა მომღერალს. მსოფლიო მასშტაბით 100 მილიონზე მეტი დისკი გაყიდა. 1995 წლის 12 ივლისს მომღერალმა გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Enrique Iglesias“, რომელშიც შედიოდა მსუბუქი როკ–ბალადები და ისეთი ჰიტები, როგორიცაა „Si Tú Te Vas“, „Experiencia Religiosa“ და სხვა. პირველივე კვირას ალბომის ნახევარი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მოგვიანებით ამ ალბომმა ენრიკე იგლესიასს გრემის ჯილდო მოუტანანომინაციაში საუკეთესო ლათინური პოპი.