Erasure ინგლისური სინთპოპ-ჯგუფია, რომლის ვოკალისტი ენდი ბელია, სიმღერების ავტორი და კლავიშისტი – ვინს კლარკი. ჯგუფი ლონდონში ჩამოყალიბდა და მსოფლიო სცენაზე 1985 წელს გამოჩნდნენ სადებიუტო სიმღერით Who Needs Love Like That.
მეოთხე სინგლის Sometimes გამოშვების შემდეგ დუეტი მოხვდა დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში და 1980-1990-იანი წლების ერთ-ერთ წარმატებულ ჯგუფად იქცა.
1989 წელს Erasure-მ Brit Award მიიღო.
ჯგუფს შექმნილი აქვს 200-ზე მეტი სიმღერა და მსოფლიო მასშტაბით 25 მლნ-ზე მეტი ალბომი გაიყიდა.