Daddy Yankee პუერტო-რიკოელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, რეპერი, მსახიობი და პროდიუსერია. ნიუ-იორკ თაიმსის ინფორმაციით, მას თაყვანისმცემლებმა და მუსიკის კრიტიკოსებმა „რეგეტონის მეფე“ უწოდეს. დედი იანქიმ პირველი სინგლი Gasolina 2004 წელს ჩაწერა, რომელიც მსოფლიო ჰიტად იქცა. მას შემდეგ უსიკოსმა 18 მლნ-ზე მეტი ალბომი გაყიდა. მისი ალბომი Barrio Fino ყველაზე გაყიდვად ლათინოალბომად იქცა. დედი იანქიმ უამრავი ჯილდო და ნომინაცია მიიღო კარიერის მანძილზე, მათ შორის – ლათინური „გრემისა“ და ბილბორდის“ 2 ჯილდო.