Europe შვედური მძიმე როკ ჯგუფია, რომელიც შეიქმნა 1979 წელს უპლანდს ვესბიში და დაერქვა Force.
წევრები იყვნენ ვოკალისტი ჯოუი ტემპესტი, გიტარისტი ჯონ ნორუმი და დრამერი ტონი რენო.
ჯგუფს გამოშვებული აქვს 10 სტუდიური ალბომი, სამი საკონცერტო ალბომი, სამი კომპილაციური ალბომი და 19 მუსიკალური ვიდეო. მათ დიდი პოპულარობა მოიპოვეს 80-იან წლებში, განსაკუთრებით მესამე ალბომით The Final Countdown (1986), რომლის 3 მილიონი ასლი გაიყიდა აშშ-ში. Europe იყო 80-ანების ერთ-ერთი წარმატებული ჯგუფი და მსოფლიოში 30 მილიონი ალბომი გაყიდა. მან ორჯერ (The Final Countdown-ით და Out of This World-ით) მიაღწია უმაღლეს პოზიციებს „ბილბორდში“ და ასევე ორჯერ („The Final Countdown“-ით და „Carrie“-თ) უმაღლეს პოზიციებს „ბილბორდის“ სინგლების ცხელ ასეულში.