LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Eurythmics

Eurythmics ბრიტანული მუსიკალური დუეტი იყო, რომელშიც შედიოდნენ ენი ლენოქსი და დეივ სტიუარტი.
დუეტის პირველი ალბომი In the Garden წარუმატებელი იყო, მაგრამ მეორემ Sweet Dreams (Are Made of This), მავე სათაურის სიმღერით, მსოფლიოში დიდი წარმატება მოიპოვა.
ამის შემდეგ ჯგუფმა გამოსცა ბევრი ალბომი და სინგლი, რომლებიც მსოფლიო ჩარტებში ხვდებოდნენ.
1990 წელს დუეტი დაიშალა – ამ დროისთვის სტიუარტი უკვე იყო წარმატებული პროდიუსერი, ხოლო ენიმ წარმატებით დაიწყო სოლო-კარიერა, ალბომით Diva.
თითქმის ათი წლის შემდეგ, დუეტი კვლავ დაბრუნდა, მეცხრე ალბომით Peace. 2005 წელს ისინი კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ, გამოსცეს სიმღერა „I’ve Got a Life“ და ჰიტების მორიგი კომპილაცია, Ultimate Collection, ხოლო 2014 წელს ისინი უკანასკნელად შეიკრიბნენ და კვლავ დაიშალნენ.
ჯგუფს 1984 წელს MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე მიღებული აქვს ჯილდო საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში, ისევე, როგორც „გრემის“ ჯილდო საუკეთესო როკ-შესრულებისთვის, დუეტის ან ჯგუფის მიერ, ვოკალით. 1999 წელს მათ Brit-ის დაჯილდოებაზე გადაეცათ სპეციალური ჯილდო მუსიკაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის. 2005 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში. Eurythmics-მა მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 75 მილიონი ალბომი გაყიდა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი