LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Frank Sinatra

ფრენკ სინატრა (1915 წლის 12 დეკემბერი – 1989 წლის 14 მაისი) ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და პროდიუსერია, ის მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მუსიკოსადაა მიჩნეული.
სინატრამ მსოფლიოს მასშტაბით 150 მლნ-ზე მეტი ჩანაწერი გაყიდა.  მუსიკოსი იტალიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, ნიუ ჯერსიში. პირველი ალბომი The Voice of Frank Sinatra 1946 წელს ჩაწერა.
კარიერის განმავლობაში სინატრამ არაერთი წარმატებული ალბომი გამოუშვა, მათ შორის In the Wee Small Hours (1955), Songs for Swingin’ Lovers! (1956), Come Fly with Me (1958), Only the Lonely (1958) და Nice ‘n’ Easy (1960).
მუსიკოსმა სხვა უამრავ მუსიკალურ ჯილდოსთან ერთად მოიპოვა 11 „გრემი“.
ფრენკ სინატრა დღემდე რჩება ყველა დროის ერთ-ერთ საკულტო შემსრულებლად.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი