ფრენკ ზაპა (21 დეკემბერი, 1940 – 4დეკემბერი, 1993) ამერიკელი კომპოზიტორი, გიტარისტი, მომღერალი, კინორეჟისორი და სატირიკოსი იყო. ზაპა ერთ–ერთი ყველაზე ნაყოფიერი მუსიკოსი იყო თავის ეპოქაში. 33 წლიანი კარიერის განმავლობაში, მან გამოუშვა 60 ალბომზე მეტი, რომელთაგანაც თითქმის ყველა შეიცავდა განუმეორებელ კომპოზიციებს. ამის გარდა, ის ცნობილი იყო, როგორც ელექტროგიტარისტი, მულტიინსტრუმენტალისტი, ხმის ინჟინერი და პროდიუსერი. გააჩნდა ენციკლოპედიური ცოდნა სტუდიურ ტექნოლოგიებზე. დებიუტის შემდეგ, 1966 წელს ყველა თავისი ალბომის პროდიუსერი თვითონ იყო. მუშაობდა მრავალ ჟანრში, წერდა მუსიკას როკ–ჯგუფებისთვის, ჯაზ-ანსამბლებისათვის, სიმფონიური ორკესტრებისთვის, ზაპას ალბომებს ყოველთვის არა, მაგრამ მაინც ჰქონდა კომერციული წარმატება (ალბომი „Apostrophe 1974 წელს გახდა ოქროსი).