ფრედი მერკური (5 სექტემბერი 1946 – 24 ნოემბერი 1991) — ბრიტანელი მომღერალი-კომპოზიტორი, პიანისტი, გიტარისტი და ცნობილ როკ-ჯგუფ Queen-ის წევრი იყო.
მას ჰქონდა გამორჩეული ვოკალური მონაცემები, შექმნა უამრავი მსოფლიო ჰიტი, მათ შორის Bohemian Rhapsody; Killer Queen; Somebody to Love; Don’t Stop Me Now; We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love.
მერკური გაიზარდა ინდოეთში, ამიტომ იგი შერაცხეს ბრიტანეთის პირველ აზიელ როკ ვარსკვლავად. ის გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, რაც გამოწვეული იყო შიდსისგან.