გერი ბარლოუ (დაბადების თარიღი 1971 წლის 20 იანვარსი) ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი ინგლისელი მუსიკოსის.
იგი არის ჯგუფ Take That-ის ერთ-ერთი თანადამაარსებელი და ვოკალისტი, შოუს The X Factor ჟიურის წევრი.
გერი ითვლება 1990-იანი წლების სიმღერების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ავტორად. ჯგუფის შემადგენლობაში მას გამოცემული აქვს 16 წარმატებული ჰიტ-სინგლი.
როგორც სოლო-მუსიკოსს, მას გამოცემული აქვს ორი #1 სოლოსინგლი და ერთი #1 სოლოალბომი. მას ხუთჯერ აქვს მიღებული აივორ ნოველოს პრესტიჟული ჯილდო და ხშირად ასახელებენ სიმღერების ყველა დროის საუკეთესო ბრიტანელ ავტორად.