გერი მური (4 აპრილი, 1952 – გ. 6 თებერვალი, 2011) ჩრდილოეთ ირლანდიელი გიტარისტი და მომღერალი იყო.
მისი კარიერა დაიწყო 1960 წელს, ჯგუფით Thin Lizzy და გაგრძელდა შემდეგ წლებში, სხვადასხვა მუსიკოსთან თანამშრომლობით. ესენი იყვნენ: ბი ბი კინგი, Colosseum II, გრეგ ლეიკი და Skid Row (ფოლკ როკ ჯგუფი).
გარდა ამისა, მურს ჰქონდა წარმატებული სოლო კარიერა. წლების განმავლობაში, იგი ჩნდებოდა მოწვეული სტუმრის სახით ჯგუფთან Traveling Wilburys. მას შესრულებული აქვს გიტარის სოლო ამ ჯგუფის კომპოზიციაში “She’s My Baby”, ალბომიდან Traveling Wilburys Vol. 3.
2011 წლის 6 თებერვალს გერი მური გარდაიცვალა გულის შეტევით. ამ დროს იგი იმყოფებოდა დასასვენებლად ესპანეთში