LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

George Michael

გეორგიოს კირიაკოს პანაიოტოუ (25 ივნისი, 1963 — 25 დეკემბერი, 2016), ასევე ცნობილი როგორც ჯორჯ მაიკლი, “გრემის” ორგზის გამარჯვებული ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი იყო, რომელმაც სახელი გაითქვა დუეტში Wham! მონაწილეობით,
თავისი კარიერის მანძილზე ჯორჯ მაიკლმა გაყიდა 110 მილიონი ჩანაწერი, მათ შორის 12 ბრიტანული #1 სინგლი, 7 ბრიტანული #1 ალბომი, 10 აშშ #1 სინგლი და 2 აშშ #1 ალბომი. მისი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Faith იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად დისკად, რომლის წარმატებაც უზრუნველყო აშშ-ში გამოცემულმა ხუთმა სინგლმა. ალბომი გაიყიდა 20 მილიონი ასლის ოდენობით.
მისი ოთხი სოლო-ალბომი სხვადასხვა დროს იმყოფებოდა ბრიტანული ჩარტების #1 ადგილზე. ოთხივემ ასევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.
 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი