ჯორჯ გერშვინი (26 სექტემბერი, 1898 – 11 ივლისი, 1937) —ამერიკელი კომპოზიტორი და მუსიკოსი იყო.
მისი ვოკალური და თეატრალური ნამუშევრების დიდი ნაწილი უფროს ძმასთან ლირიკოს აირა გერშვინთან ერთად აქვს დაწერილი. შექმნილი აქვს ნაწარმოებები როგორც ბროდვეისთვის, ასევე კლასიკური საკონცერტო დარბაზისთვის. იგი მრავალი ცნობილი სიმღერის ავტორია.
მის კომპოზიციათა დიდი ნაწილი გამოყენებული იყო ტელევიზიასა და კინოფილმებში, მრავალი მათგანი ჯაზის სტანდარტი გახდა. ჯაზის მომღერალმა ელა ფიცჯერალდმა გერშვინის სიმღერათა დიდი ნაწილი მის გერშვინის სიმღერების ალბომში ჩაწერა (ნელსონ რიდლის არანჟირებით). მისი სიმღერები ჩაწერილი აქვს ასევე მრავალ სხვა განთქმული მუსიკოსს, მათ შორის :ბინგ კროსბის, ჯონ კოლტრეინს, ფრენკ სინატრას, ბილი ჰოლიდეის, მაილს დეივისს, ჰერბი ჰენკოკს, ჯუდი გარლანდს, ნინა სიმონეს, ჯონ ფეისა და სტინგს.
Gershwin
