გლორია გეინორი (დაბადების თარიღი 1949 წლის 7 სექტემბერი) ამერიკელი მომღერალია. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერებია I Will Survive, Never Can Say Goodbye, Let Me Know (I Have a Right, I Am What I Am.
სიმღერა I Will Survive 1978 წელს გამოშვებულ ალბომში Love Tracks შევიდა და ჩარტების სათავეში მოექცა. სიმღერის ტექსტი არის ქალის შესახებ, რომელიც ყოფილ საყვარელ მამაკაცს ეუბნება, რომ მის გარეშეც კარგად იგრძნობს თავს და მისგან აღარაფერი სჭირდება. სიმღერა ემანსიპაციის ერთგვარ ჰიმნად იქცა.
1979 წლის ბოლოს გეინორმა გამოსცა ალბომი I Have a Right, რომელიც შეიცავდა მის დისკოჰიტს “Let Me Know (I Have a Right)”. სიმღერა მუსიკოსისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.
გლორია გეინორს კარიერის მანძილზე 14 ალბომი აქვს გამოცემული. მუსიკოსმა 4 ”გრემი” მოიპოვა.