LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Green Day

Green Day ამერიკული პანკ-როკ ჯგუფია, რომელიც ჩამოყალიბდა 1987 წელს. მისი წევრები არიან ბილი ჯო არმსტრონგი (ვოკალი, გიტარა), მაიკ დერნტი (ბას გიტარა, ვოკალი) და ტრე კული (დასარტყმელი საკრავები).
Green Day-ს ალბომებმა Insomniac, Nimrod და Warning ვერ მიაღწიეს ისეთ მასიურ წარმატებას როგორც Dookie-მ, მაგრამ ორმაგი პლატინა მიიღეს, ისევე როგორც ოქროს სტატუსები. Green Day-ს 2004 წლის როკ ოპერამ American Idiot ჯგუფის პოპულარობა მსმენელთა ახალ თაობაში მოუტანა. ამ ალბომის 7 მილიონი ასლი გაიყიდა ამერიკაში, ხოლო 28 მილიონი – მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ამის შემდეგ, 2009 წელს გამოვიდა მათი ახალი ალბომი 21st Century Breakdown, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომი აღმოჩნდა – მსოფლიოს მასშტაბით მთლიანად გაიყიდა მისი 20 მილიონი ასლი. 2011 წელს ჯგუფმა გამოუშვა საკონცერტო ალბომი Awesome as Fuck, ტოკიოში გამართული კონცერტის ჩანაწერით. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა მისი 13 მილიონი ასლი. ჯგუფმა დღეისათვის მთლიანობაში გაყიდა 88 მილიონი ჩანაწერი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც 34 მილიონს ამერიკაში ითვლის. Green Day-ს მიენიჭა 5 Grammy.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი