LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Guns N’Roses

Guns N’ Roses ამერიკული მძიმე როკ-ჯგუფია, რომელიც ჩამოყალიბდა ლოს-ანჯელესში 1985 წელს.
ჯგუფს გაყიდული აქვს ალბომების 100 მილიონზე მეტი ასლი მსოფლიოს მასშტაბით, აქედან 43.5 მილიონი – შეერთებულ შტატებში. ამ ციფრებით ითვლებიან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მძიმე როკ-ჯგუფად.  მათი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Appetite for Destruction 25 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით და გამოსვლის დღიდანვე დაიმკვიდრა პირველი ადგილი აშშ-ს ჩარტებში. ალბომის პირველი სიმღერა Welcome to the Jungle გამოყენებულია კლინტ ისტვუდის 1988 წლის ფილმში „სასიკვდილო სია“. ჯგუფმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 1987-1993 წლებში, მაგრამ წევრებს შორის არსებულმა უთანხმოებებმა გამოიწვია პირველი შემადგენლობის დაშლა. მათი ამ პერიოდის შემოქმედება, შესაძლოა დავახასიათოთ, როგორც „ჰედონისტური აჯანყება“, რაც ძალიან ჰგავს როლინგ სტოუნზის ადრეულ შემოქმედებას. 2012 წელს ჯგუფის კლასიკური შემადგენლობა მის ორ გვიანდელ წევრთან დიზი რიდთან და მეტ სორუმთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი