გვენ სტეფანი (დაბადების თარიღი 3 ოქტომბერი, 1969, ფულერტონი, კალიფორნია, აშშ) ამერიკელი მომღერალი და მსახიობია, როკ-ჯგუფ No Doubt-ის ვოკალისტი. სტეფანიმ თავდაპირველად პოპულარობა მოიპოვა No Doubt-ის 1995 წლის ალბომით Tragic Kingdom, რომლის ყველაზე წარმატებული ჰიტები იყო „Just a Girl“, „Spiderwebs“, და „Don’t Speak“. მომდევნო ალბომები ისე უკვე აღარ გამოირჩეოდა არც პოპულარობით და არც გაყიდვებით, თუმცა ამ ჟანრში საკმაოდ წარმატებულ ნამუშევრებად ითვლება.2004 წელს გვენ სტეფანიმ ჩაწერა პირველი სოლო ალბომი „Love. Angel. Music. Baby“, რომელიც ჟანრის რამდენიმე წამყვან მუსიკოსთან (ლინდა პერი, აუტკასტი, ანდრე 3000 და სხვ.) კონსულტაციებით გამოვიდა. ალბომი შეიცავდა პოპ და საცეკვაო მუსიკის კომპოზიციებს და მათში ძლიერი ჰიპ-ჰოპისა და სლოუ-ჯემის გავლენა იგრძნობა. მისი მესამე სინგლი „Hollaback Girl“ უდიდესი საერთაშორისო პოპულარობით სარგებლობს და პირველი ამერიკული დიჯიტალ-სინგლი გახდა, რომელმაც გაყიდვებით 1 მილიონს გადააჭარბა.