იგი პოპი (დაბადების თარიღი 21 აპრილი, 1947) — ამერიკელი როკ-მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობია. ზედმეტსახელი იგი შეიძინა კოლეჯში სწავლისას, როდესაც ადგილობრივ ჯგუფ The Iguanas-ში დასარტყმელებზე უკრავდა. იგი არის 2003 წელს აღდგენილი გავლენიანი პროტოპანკ-ჯგუფ The Stooges-ის წამყვანი ვოკალისტი.იგის მუსიკა სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრს მოიცავს. მათ შორის არის მძიმე როკი, ახალი ტალღა, პოპი, ჯაზი, არტ-როკი და ბლუზი. მისი ცნობილი სიმღერებია “Lust for Life”, “The Passenger”, “Real Wild Child”, “Candy” (The B-52’s-ის კეტი პირსონის მონაწილეობით), “China Girl”, “Nightclubbing”, “Search and Destroy” და “I Wanna Be Your Dog”. 2010 წელს, The Stooges-თან ერთად შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.