ჯენის ჯოპლინი (1943 წლის 19 იანვარი – 1970 წლის 4 ოქტომბერი) ამერიკელი როკმომღერალი და სიმღერების ავტორი იყო. ის მიიჩნევა ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ როკვარსკვლავა.
სამი ალბომის გამოშვების შემდეგ ჯოპლინი ჰეროინის ზედოზირებით, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეოთხე ალბომი Pearl 1971 წელს გამოვიდა, მისი გარდაცვალებიდან 3 თვის შემდეგ და ბილბორდის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.
მუსიკოსი 1995 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. აშშ-ში მისი 15.5 მლნ ალბომია გაყიდული.
