ჯეისონ დერულო (დაბადების თარიღი 1989 წლის 21 სექტემბერი) ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტოი და მოცეკვავეა. სოლოკარიერა 2009 წელს დაიწყო და დერულოს მსოფლიოს მასშტაბით 30 მლნ სინგლი აქვს გაყიდული. მის პოპულარულ სიმღერებს შორის არის Wiggle”, “Talk Dirty”, “In My Head”, and “Whatcha Say”.
სიმღერა Whatcha Say 2009 წლის მაისში გამოვიდა, გაიყიდა სიმღერის მილიონი ელექტრონული ჩანაწერი.
მეორე სინგლი In My Head 2009 წლის დკემბერში გამოვიდა. სადებიუტო ალბომი Jason Derulo კი 2010 წლის 2 მარტს. მეორე სტუდიური ალბომი Future History მუსიკოსმა 2011 წელს ჩაწერა. მესამე საერთაშორისო ალბომი Tattoos კი მსოფლიოს მასშტაბით 2013 წელს გამოვიდა. 2015 წელს დერულომ გამოუშვა ალბომი Want to Want Me და დაანონსა მეოთხე სტუდიური ალბომი Everything Is 4, რომელიც 2015 წლის 2 ივნისს გამოვიდა.
