ჯო დასენი (5 ნოემბერი, 1938 – 20 აგვისტო, 1980) — ამერიკული წარმოშობის ფრანგი მომღერალი და მუსიკოსი იყო. დაიბადა ნიუ-იორკში ფილმ-ნუარის სტილის რეჟისორის ჟულს დასენისა და ბეატრის ლონერის ოჯახში. ბავშვობა ჯერ ნიუ-იორკში, შემდეგ კი ლოს-ანჯელესში გაატარა. სენატორ ჯოზეფ მაკკარტის ანტიკომუნისტური პოლიტიკის გამო ის და მისი ოჯახი შემდეგ ევროპაში გადავიდნენ. ჟენევის საერთაშორისო სკოლასა და ლე როზის ინსტიტუტში სწავლის შემდეგ დასენი აშშ-ში დაბრუნდა და მიჩიგანის უნივერსიტეტში ისწავლა. კოლეჯის დასრულების შემდეგ საფრანგეთში წავიდა. აქ რადიო სადგურში მუშაობისას ხმის ჩამწერმა სტუდიამ მას საკუთარი სიმღერების ჩაწერა შესთვაზა. ადრეული 1970-იანი წლებისთვის დასენის სიმღერები უკვე საფრანგეთის ჰიტებად იქცა. ის სიმღერებს, ფრანგულისა და ინგლისურის გარდა, ასევე გერმანულად, ესპანურად, იტალიურად და ბერძნულად წერდა. დასენი გულის შეტევით გარდაიცვალა 1980 წლის 20 აგვისტოს ტაიტიზე შვებულების პერიოდში. დაკრძალულია ჰოლივუდში (კალიფორნია).
Joe Dassin
