ჯონ ნიუმანი (დაბადების თარიღი 1990 წლის 16 ივნისი) ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერია. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერაა Love Me Again, რომელიც დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში #1 გახდა 2013 წლის ივლისში. ასეთივე წარმატება ხვდა წილად ჰიტებს Feel the Love და Not Giving In, რომლებმაც ჩარტებში პირველ და მეთოთხმეტე ადგილი დაიკავა. 2014 წელს კელვინ ჰარისთან ერთად ჩაწერა სინგლი Blame რომელიც დიდი ბრიტანეთის ჩარტში პირველ ადგილას მოხვდა.
2014 წელს ნიუმანი ნომინირებული იყო ბრიდ ევორდსის სამ კატეგორიაშ. 2014 წლის თებერვლის მონაცემებით, მას გაყიდული ჰქონდა 1.3 მლნ-ზე მეტი ჩანაწერი მხოლოდ დიდ ბრიტანეთში.