ჯონას ბლუ (დაბადების თარიღი 1989 წლის 2 აგვისტო) ინგლისელი დიჯეი, პროდიუსერი, სიმღერების ავტორი და რემიქსერია, რომელიც ლონდონში ცხოვრობს. 2015 წელს გამოუშვა ტრეისი ჩეპმენის სიმღერის Fast Car ქავერი, ეს მისი სადებიუტო სინგლი იყო. სინგლი დიდი ბრიტანეთის ჩარტში მეორე ადგილზე მოხვდა.
ჯონასის ჩანაწერი გერმანულ, შვედურ, ავსტრალიურ და ახალ ზელანდიურ ჩარტებში #1 იყო.
2016 წელს გამოუშვა ახალი სიმღერა Perfect Strangers. 2016 წლის 28 ოქტომბერს გამოვიდა მესამე სინგლი By Your Side.