ხულიო იგლესიასი (დაბადების თარიღი 23 სექტემბერი, 1943) ესპანელი მომღერალი და კომპოზიტორია. მან გაყიდა 300 მილიონზე მეტი ჩანაწერი, რომელიც სულ 14 ენაზე და 77 ალბომადაა გამოსული.
Sony Music Entertainment-ის მონაცემების თანახმად, ის შესულია მუსიკის ისტორიაში 15 ყველაზე გაყიდვადი შემსრულებლის სიაში. იგლესიასი მსოფლიო ყურადღების ცენტრში 1970—1980-იან წლებში მოექცა, როგორც რომანტიკული ბალადების შემსრულებელი. მისი წარმატება მუსიკის სხვა ჟანრების მოსინჯვის შემდეგაც გაგრძელდა. ხულიო იგლესიასი, ასევე, მომღერალ ენრიკე იგლესიასის მამაა. 1971 წელს ცოლად შეირთო ფილიპინელი ესპანელი ჟურნალისტი ისაბელ პრეისლერი, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა — ჩაბელი, ხულიო და ენრიკე. 2010 წლის 24 აგვისტოს, 20 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ხულიო იგლესიასი და მირანდა რინსბურგერზე დაქორწინდა. ჯვრისწერა პარიზში შედგა.წ ყვილს 5 შვილი ჰყავს.