ჯასტინ დრუ ბიბერი(დაბადების თარიღი 1994 წლის 1 მარტი) კანადელი მომღერალი და სიმღერების ავტორია. პირველი ჩანაწერების ნაკრები სახელწოდებით My World 2009 წელს გამოსცა და პოპულარობაც მოიხვეჭა.
პირველი ალბომი კი My World 2.0 მომღერალმა 2010 წელს გამოუშვა და მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მუსიკალური ჩარტების სათავეში მოექცა. მეორე სტუდიური ალბომი Under the Mistletoe 2011 წლის ნოემბერში გამოვიდა, მესამე Believe კი – 2012 წელს. 2015 წელს გამოშვებულ მეოთხე ალბომში Purpose შევიდა ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორიცაა What Do You Mean, Sorry და Love Yourself. ბიბერს აღებული აქვს არაერთი მუსიკალურიჯილდო, მათ შორის 2010 და 2012 წელს „ამერიკული მუსიკალური ჯილდო (American Music Award), 2016 წელს კი ის „გრემის“ მფლობელი გახდა.