LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Katy Perry

კეტი პერი (დაბადების თარიღი 25 ოქტომბერი 1984) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობია. დაიბადა სანტა-ბარბარაში, კალიფორნიის შტატში, ქრისტიანულ ოჯახში.
ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი კეტი პერი (ნამდვილი სახელი კატრინ ელიზაბეტ ჰადსონი) 1984 წლის 25 ოქტომბერს სანტა ბარბარაში დაიბადა. პატარაობიდანვე მშობლებს ეკლესიაში დაჰყავდათ, რადგან კეტის მამა მღვდელი იყო. სწორედ ამან განსაზღვრა 2001 წელს გამოშვებული პირველი ალბომი Katy Hudson სადაც უმეტესად ქრისტიანული სიმღერები შედიოდა. 2004 – 2005 წლებში იგი მუშაობდა ახალ ალბომზე The Matrix-თან, მაგრამ ალბომი არ გამოშვებულა.
2007 წელს კეტიმ კონტრაქტი გააფორმა Capitol Music Group-თან, შეიცვალა სახელი და სცენაზე მოგვევლინა როგორც Katy Perry. ამავე წელს, ნოემბერში მან გამოუშვა პირველი სინგლი „Ur So Gay“, რომელიც ჩარტებში ჩავარდა. სულ ცოტახანში მან დაანანოსა მისი რიგით მეორე სინგლი I Kissed a Girl რომელმაც მსოფლიოს ჩარტები დაიპყრო. პერის პირველი სტუდიური ალბომია One of the Boys, რომელმაც ოცდამეცამეტე ადგილი დაიკავა.პერი არის ერთადერთი ქალი ვარსკვლავი, რომლის 5 ჰიტმა დაიკავა №1 ადგილი Billboard Hot 100-ში ერთი წლის განმავლობაში. კეიტმა გამოუშვა 2 სუნამო: „Purr“ და „Meow“. მან გაახმოვანა ცნობილი ანიმაციური ფილმი The Smurfs. პერის ჰქონდა დიდი ხნის ურთიერთობა ცნობილ მომღერალ ტრეივ მაკოისთან, მაგრამ კეტი დაქორწინდა ინგლისელ კომიკოსზე რაშელ ბრენდზე 2010 წლის 23 ოქტომბერს.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი