კანიე ომარი უესტი (დაბადების თარიღი 1977 წლის 8 ივნისი) ამერიკელი რეპერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოდის დიზაინერი და ბიზნესმენია. უესტი ატლანტაში დაიბადა და ჩიკაგოში გაიზარდა. 2004 წელს რეპერის სადებიუტო ალბომი The College Dropout გამოვიდა, რომელსაც სხვა ალბომები – Late Registration (2005), Graduation (2007), და 808s & Heartbreak (2008), My Beautiful Dark Twisted Fantasy (2010) . 2011 წელს კი გამოვიდა ალბომი Watch the Throne , რომელზეც მან ჯეი ზისთან ერთად იმუშავა.
მისმა პირველმა ორმა ალბომაა მრავალი ჯილდო (მათ შორის ექვსი გრემი), კრიტიკოსების შექება და კომერციული წარმატება მოუტანა. მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია მისი პირადი ცხოვრებაც, რეპერი 2014 წელს ამერიკული რეალითი-შოუს ცნობილ ვარსკვლავზე, კიმ კარდაშიანზე დაქორწინდა.