LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kelly Clarkson

 

კელი კლარკსონი (დაბადების თარიღი 1982 წლის 24 აპრილი) ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობია. ის პოპულარული გახდა 2002 წელს, როდესაც მოიგო სატელევიზიო შოუ American Idol/
პირველი სინგლი Before Your Love/A Moment Like This ამერიკული ჩარტის პირველ ადგილზე მოხვდა და 2002 წელს აშშ-ში ყველაზე გაყიდვად მომღერლად იქცა. პირველი სტუდიური ალბომი Thankful (2003) ასევე ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ალბომების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ალბომი კლარკსონმა 2004 წელს ჩაწერა, სახელწოდებით Breakaway. მსოფლიოს მასშტაბით ალბომის 12 მლნ-ზე მეტი ასლი გაიყიდა და მუსიკოსმა ორი ”გრემი” მოიპოვა. 2007 წელს გამოვიდა მისი მესამე სტუდიური ალბომი My December. მეოთხე ალბომით All I Ever Wanted კი ის ჩარტების სათავეს დაუბრუნდა. კელი კლარკსონს მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული აქვს 25 მლნ-ზე მეტი ალბომი და 36 მლნ სინგლი. ის არის სამი ”გრემის” მფლობელი.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი