კაილი ენ მინოუგი (დაბადების თარიღი 28 მაისი, 1968) გრემის ჯილდოს მფლობელი ავსტრალიელი პოპ მომღერალი და სიმღერების ტექსტების ავტორია. დროგამოშვებით, ის ფილმებშიც თამაშობს.
მინოუგმა წარმატებას 1980-იანი წლების ბოლოს მიაღწია, როდესაც ითამაშა ავსტრალიურ ტელესერიალში „მეზობლები“ და პარალელურად, პოპ შემსულებლადაც ჩამოყალიბდა. Warner Music Australia-ზე დაყრდნობით, მონოუგს მსოფლიო მასშტაბით 40 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.