LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Laurin Hill

ლორინ ნოელ ჰილი(დაბადების თარიღი 1975 წლის 26 მაისი) ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, რეპერი და მსახიობია. ის მსოფლიომ ჯგუფის Fugees წევრობის დროს გაიცნო, სოლო ალბომმა კი სახელწოდებით The Miseducation of Lauryn Hill უამრავი ჯილდო მიიღო და გაყიდვების რეკორდები მოხსნა.
სკოლაში სწავლის დროს ჰილმა და პრეს მაიკლმა გადაწყვიტეს,ბენდი ჩამოეყალიბებინათ. მალე მათ შეუერთდა უაიკლეფ ჟანიც. ბენდს Fugees უწოდეს. წარმატების მიუხედავად ჯგუფი 1997 წელს დაიშალა. ჰილმა სოლოკარიერაზე ზრუნვა დაიწყო. ალბომი The Miseducation of Lauryn Hill (1998) მომღერლის ერთადერთი სოლო სტუდიური ალბომია. ნამუშევარმა კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა და ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.
 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი