ლიენ რაიმსი (დაბადების თარიღი 28 აგვისტო 1982) — ამერიკელი მომღერალია, რომელიც ქანთრის სტილის მუსიკას ასრულებს. რაიმსმა მუსიკალური კარიერა 11 წლის ასაკში დაიწყო, 14 წლისამ კი პირველი ”გრემი” მოიპოვა. 15 წლისამ კი უკვე ჩაწერა თავისი პირველი პოპ-ბალადა დაიან უორენთან ერთად How Do I Live.
2000 წელს კვლავ დაბრუნდა აშშ-ის, ევროპის, აზიის ჰიტ-აღლუმებში თავისი ცნობილი სიმღერით — „Can’t Fight the Moonlight“, რომელიც გახდა ფილმის ”ბარი „მახინჯი კოიოტი“ საუნდტრეკი.