ლილი ალენი ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი და ტელეწამყვანია.
მისი პირველი წარმატებული სინგლი იყო Smile, რომელიც დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში პირველ ადგილას მოხვდა 2006 წელს. პირველი ალბომი Alright, Still კი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა მომღერლისთვის, გაიყიდა 2.6 მლნ ასლი მსოფლიოს მასშტაბით და მომღერალს „გრემის“, „ბრიტ ევორდსის“ და MTV Video Music Awards-ის ნომინაციები მოუტანა. მეორე ალბომი It’s Not Me, It’s You ასევე წარმატებული აღმოჩნდა და დიდი ბრიტანეთის ალბომების ჩარტში პირველიადგილი დაიკავა. 2009 წელს ალენმა განაცხადა, რომ კარიერას დროებით წყვეტდა. 2013 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მუშაობდა მესამე სტუდიურ ალბომზე, რომელიც მოგვიანებით გამოიცა სახელწოდებით Sheezus.