LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Linkin Park

ლინკინ პარკი (Linkin Park) ამერიკული როკ-ჯგუფია აგურა-ჰილზიდან (კალიფორნია). ჩამოყალიბდა 1996 წელს და საერთაშორისო წარმატებას მიაღწია სადებიუტო ალბომით Hybrid Theory (2000), რომელმაც 2005 წელს RIAA-ს ალმასის სერთიფიკატი მიიღო და მრავალი გზის პლატინიანი გახდა სხვადასხვა ქვეყანაში.
ალბომით Meteora (2003) ჯგუფის წარმატება გამყარდა. იგი 2003 წელს მოხვდა Billboard 200-ში.
შემდეგ ალბომებში ჯგუფმა მუსიკალური ჟანრების ექსპერიმენტები დაიწყო. ლინკინ პარკმა 2007 წელს გამოუშვა ალბომი Minutes to Midnight , 2010 წელს A Thousand Suns, 2012 წელს Living Things, The Hunting Party 2014 წელს. 2017 წელს კი გამოვიდა ალბომი One More Light, მალე ჯგუფის ლიდერმა ჩესტერ ბენინგტონმა თავი მოიკლა. 2003 წელს MTV2-მა ლინკინ პარკი დაასახელა მუსიკალური ვიდეოების ეპოქის რიგით მეექვსე უდიდეს ჯგუფად და ახალ ათასწლეულში – მესამედ.მსოფლიოში გაყიდულია ლინკინ პარკის 68 მილიონზე მეტი ალბომი, მიღებული აქვთ ”გრემის” ორი ჯილდო.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი