ლაიონელ ბროკმენ რიჩი ჯუნიორი (დაბადების თარიღი 1949 წლის 20 ივნისი) ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი და პროდიუსერია. 1968 წელს ის იყო ფანკ-სოულ ბენდის Commodores წევრი, სოლოკარიერა კი 1982 წელს დაიწყო. რიჩი იყო 1985 წელს შექმნილი საქველმოქმედო სიმღერის We Are the World თანაავტორი, მაიკლ ჯექსონთან ერთად. მსოფლიო მასშტაბით სიმღერის 20 მლნ ასლი გაიყიდა.
ამასთან, მან საკუთარი 100 მლნ ჩანაწერი გაყიდა, ამ მონაცემით მომღერალი ყველა დროის ყველაზე გაყივად მუსიკოსების რიცხვში შევიდა. ლაიონელ რიჩი არის 5 ”გრემის” მფლობელი.