LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lisa Stansfield

ლიზა სტენსფილდი (დაბადების თარიღი 1966 წლის 11 აპრილი) ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობია. მისი კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო, გამოჩნდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუში და გამოუშვა პირველი სინგლები. სტენსფილდმა იან დევანისთან და ენდი მორისთან ერთად 1984 წელს ჩამოაყალიბა ჯგუფი Blue Zone. ჯგუფმა რამდენიმე სინგლი და ერთი ალბვომი ჩაწერა. 1989 წლის შემდეგ კი სტენსფილდმა გადაწყვიტა, სოლოკარიერაზე ეზრუნა. მისი პირველი სოლოალბომი Affection (1989) და წამყვანი სინგლი All Around the World სტენსფილდის კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ის წარდგენილი იყო „გრემის“ ორ ნომინაციაზე, ალბომი Affection ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი ალბომია. მომდევნო წლებში მომღერალმა გამოუშვა Real Love (1991), So Natural (1993) და Lisa Stansfield (1997) შემდეგი ალბომები კი იყო Face Up (2001), Biography: The Greatest Hits (2003) და The Moment (2004). ამის შემდეგ კი სტენსფილდმა გადაწყვიტა შეესვენა და კინოკარიერაზე ორიენტირებული გამხდარიყო. ბოლო ალბომი მუსიკოსმა 2014 წლის 31 იანვარს გამოუშვა სახელწოდებით Seven. სტენსფილდს მიღებული აქვს უამრავი მუსიკალური ჯილდო, მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 20 მლნ-ზე მეტი ალბომი.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი