Little Mix ბრიტანული ჯგუფია, რომელიც 2011 წელს შეიქმნა. მისი წევრები არიან ჯეიდ თერუოლი, პერი ედვარდსი, ლი-ენ პინკოკი და ჯესი ნელსონი. პირველი ალბომი DNA 2012 წელს გამოვიდა და 10 ქვეყანაში ჩარტების პირველ ათეულებში მოხვდა. ასევე, პირველი ადგილი დაიკავა სინგლმა Wings. 2013 წელს გამოვიდა ალბომი Salute, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მესამე ალბომი იყო Get Weird (2015) , მეოთხე კი – Glory Days (2016).