ლაიზა მინელი (დაბადების თარიღი 1946 წლის 12 მარტი) ამერიკელი მსახიობი ა მომღერალია.
1961 წელს მან კარიერა დაიწყო მუსიკალურ თეატრში, გამოდიოდა ღამის კლუბებში. მუსიკის პარალელურად, თამაშობდა სპექტაკლებსა და ფილმებში. 1979-1987 წლებში ის გამოდიოა კარნეგი ჰოლში. 1988-1990 წლებში მუსიკალურ ტურნეებს მართავდა ფრენკ სინატრასთან და სემი დევის ჯუნიორთან ერთად. ის მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მომღერლად და მსახიობად.