Londonbeat ბრიტანულ-ამერიკული ბენდია, რომელსაც 1990-იან წლებში არაერთი ჰიტი აქვს შექმნილი. ბენდის წევრები არიან ამერიკელი ჯიმი ჰელმსი(რომელსაც საკმაოდ წარმატებული სოლოკარიერა ჰქონდა და რადიოჯინგლებს წერდა ბრიტანული რადიოებისთვის Radio Hallam და Hereward Radio), ჯიმი ჩემბერსი ტრინიდადიდან და მაილს კეინი. ბენდის შემადგენლობაში იყვნენ ინსტრუმენტალისტი უილიამ ჰენშელი, ჯორჯ ჩანდლერი და მარკ გოლდშმიტცი.