Los Lobos (მგლები) ამერიკული როკბენდია ლოსანჯელესიდან. მათი მუსიკა არის როკ-ენდ-როლის, ტექს-მექსის, ქანთრის, ფოლკის, რიტმ-ენდ-ბლუზის, ბლუზის, სოულის სინთეზი.
საერთაშორისო ვარსკვლავების რიგში 1987 წელს შევიდნენ, როდესაც რიჩი ვალენსის სიმღერის La Bamba მათი ქავერი გამოვიდა და აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის ქვეყნებში ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.
2015 წელს ჯგუფი ნომინირებული იყო როკ-ენდ-როლის დიდების დარბაზში შეყვანაზე.