ლუი დენიელ არმსტრონგი (4 აგვისტო, 1901 – 6 ივლისი, 1971) ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი იყო. კარიერის ბოლოსკენ ის უკვე განთქმული იყო როგორც საუკეთესო ვოკალისტი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაზის მომღერალი. 1922 წელს არმსტრონგი ჩიკაგოში მასიურ მიგრაციას გაჰყვა, სადაც ის ჯო ოლივერის კრეოლ ჯაზ-ბენდს შეუერთდა. არმსტრონგი ოლივერთან მუშაობით საკმაოდ კმაყოფილი იყო, თუმცა მისი მეუღლის, პიანისტ ლილ ჰარდინ არმსტრონგის დაჟინებით უფრო მაღალი ანაზღაურება მოეძებნა, ის გადავიდა ფლეტჩერ ჰენდერსონის ორკესტრში. 1930 წელს ის ლოს-ანჯელესში გადავიდა, შემდეგ ტურით ევროპაში გაემგზავრა. მრავალი წლის მოგზაურობის შემდეგ ის საბოლოოდ ქვინსში, ნიუ-იორკი დასახლდა. არმსტრონგი გულის შეტევით გარდაიცვალა 1971 წელს 69 წლის ასაკში, ვალდორფის ასტორიის საიმპერატორო დარბაზში სახელგანთქმული შოუს გამართვის ღამეს. დაკრძალულია ფლაშინგის სასაფლაოზე, ნიუ-იორკში.
Louis Armstrong
