LP – ლორა პერგოლიცი ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორია. მან დაწერა სიმღერები ისეთი შემსრულებლებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, კრისტინა აგილერა, რიანა და შერი.
ლაურა პერგოლიცი დაიბადა 1981 წელს. 1996 წელს დაასრულა Walt Whitman High School და საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც მიიღო ფსევდონიმი LP. ლაურას დედა ნეაპოლიტანელია , მამა კი ნახევრად სიცილიელი ნახევრად ირლანდიელი. 2010 წელს გადავიდა ლოს-ანჯელესში. პირველ წარმატებას რიანასთვის დაწერილი სიმღერით Cheers (Drink to That) მიაღწია, რომელიც რიანას მეხუთე ალბომში 2010 წლის 12 ნოემბერს გამოქვეყნდა. 2012 წლის მაისში ჟურნალ ვოგის მიერ კვირის საუკეთესო მომღერლად იქნა დასახელებული.2016 წლის ივლისში წარმატებით წარსდგა ფესტივალზე „Coca Cola Summer Festival 2016“, რომში სიმღერით „Lost on you“. როგორც თვითონ ლაურამ განაცხადა ეს კომპოზიცია ეძღვნება ყოფილ მეგობარს, რომელთანაც ურთიერთობა აღარ აკავშირებს.